Saturday, March 12, 2011

ალექსანდრე გრიბოედოვი


პროექტის  სახელწოდება:ალექსანდრე გრიბოედოვი.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1 –2 წინადადებით: ალ. გრიბოედოვის ბიოგრაფიული ცნობების, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო  და ვიდეო მასალის მოძიება–შეგროვება.  ფოტოგამოფენა, პრეზენტაცია.
3.პროექტის სრული აღწერა: შევეცადოთ მაქსიმალურად მოვიძიოთ ინფორმაცია ა. გრიბოედოვის ბიოგრაფიის, შემოქმედების, მეუღლესთან, ნინო ჭავჭავაძესთან ურთიერთობის  შესახებ. შევქმნათ ბიოგრაფიის, ოჯახის, ფოტოების ბლოგები, რის საფუძველზეც მოსწავლეები გადმოსცემენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. შეადარონ  იმდროინდელი და უახლეს ისტორიაში მომხდარი ფაქტები და ჩამოაყალიბონ მოსაზრება,  საჭიროა თუ არა ქართულ–რუსული ურთიერთობების აღდგენა.
   სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევების შედეგად მოეწყობა ექსკურსია (მამა დავითზე, სადაც დაკრძალულია  ა. გრიბოედოვი, ყვარელში–ა. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში), სადაც მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას, იღებენ ფოტოებს. ამ მასალის თავმოყრის შემდეგ აკეთებენ ფოტო გამოფენას და პრეზენტაციას.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: IX-X კლასები, 15–16 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურის ა და ინტერნეტის საშუალებით, საჭირო ინფორმაციის მოძიება უცხო ენაზე, დახარისხაბა, თარგმნა. ბიბლიოთეკით სარგებლობა, ჯგუფური მუშაობა, მიზნობრივი ექსკურსიები, ფოტო ალბომის გაკეთება, პრეზენტაციის მოწყობა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ა. გრიბოედოვის  ცხოვრების და შემოქმედების ელექტრონულ ვერსიას,  უკეთ გაეცნობიან რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს, გაიუმჯობესებენ ინფორმაციის მოძიების, კვლევის წარმოების, კომპიუტერულად დამუშავების , კრიტიკული აზროვნების საკუთარი აზრის დაცვის უნარ–ჩვევებს. ურთიერთთანამშრომლობას.
8.სარგებელი სხვებისთვის: მოხდეს გაცნობა გამოფენით და ელექტრონული ვერსიით, იმ ბავშვებისათვის, ვინც არაა ამ პროექტში ჩართული.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: რუსული: სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, მუზეუმი, ინტერნეტი) სარგებლობის  უნარ–ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოების, ბიოგრაფიის გაცნობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა. ინფორმაციის მოპოვება რუსულ ენაზე, დახარისხება, თარგმნა.
ისტორია: ეპოქის, ტრადიციების, ურათიერთობების, იმ ცნობილი ადამიანების გაცნობა, ვინც ამ ეპოქაში მოღვაწეობდნენ.
ქართული: ა. ჭავჭავაძის ოჯახის, ნ.ჭვჭავაძის გაცნობა.
11.პროექტის ფასილიტატორის სახელი: მ. ნადირაძე.
12.პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:
13.პროექტის ვებ–გვერდი: